ჩვენ გვენდობიან

ლაზერული წმენდა

ლაზერული წმენდა – არის ზედაპირის გაწმენდის საიმედო, უსაფრთხო და სწრაფი ტექნოლოგია. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია მარტივად მოაშოროთ ჟანგი, საღებავის ფენები, ლაქი, ჩამჯდარი ჭუჭყი, ცხიმი, და მტვრის ნაწილაკები. ზედაპირის გაწმენდისას არ გამოიყენება უცხო ნივთიერებები, შესაბამისად ეს პროცესი არ აზიანებს გარემოსა და მის მომხმარებელს. ეს მეთოდი ითვლება ყველაზე საიმედო და  ეფექტურ გადაწყვეტილებად. სწორედ ამიტომ დასავლურ ქვეყნებში ლაზერული წმენდა გახდა ფართოდ გამოყენებადი მეთოდი ამ ინდუსტრიაში.

ამ ტექნოლოგიის გამოყენების არეალი იმაზე დიდია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.

ჩვენი უპირატესობები

უკონტაქტო ტექნოლოგია – გასაწმენდი მასალა არ ექვემდებარება მექანიკურ, თერმულ ან ქიმიურ ზემოქმედებას, ამიტომ მისი სტრუქტურა და ზედაპირი ნარჩუნდება, აქედან გამომდინარე ეს მეთოდი ვარგისია ძალიან თხელ ან მტვრევად მასალებთან მუშაობისთვისაც.

მშრალი წმენდა – ქვიშით ან მშრალი ყინულით წმენდისგან განსხვავებით, ლაზერული წმენდაში არ გამოიყენება ძვირადღირებული და საშიში მასალები და ტოქსიკური ქიმიკატები, რაც არ წარმოქმნის დიდი რაოდენობით ნარჩენსა და მტვერს.

უსაფრთხოება – სისტემასთან მუშაობისთვის საჭიროა მხოლოდ სათვალე და ასევე რეკომენდებულია რესპირატორი.

დასუფთავების სიჩქარე – სისტემის გამოყენების და სიმძლავრიდან გამომდინარე, დასუფთავების სიჩქარე 10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ზედაპირის გაწმენდის სტანდარტული მეთოდები.

სწრაფი მომზადება სამუშაოსთვის – სისტემა სრულიად მზად არის მუშაობისთვის 5 წუთზე ნაკლებ დროში.

რას ამბობენ ჩვენზე

ჩვენი ხარისხის დასამტკიცებელი სერთიფიკატები

სერთიფიკატები

ჩვენი დამატებითი სერვისები

გრავირება და მარკირება