კომპანიის შესახებ

ლაზერი არის მომავალი

ლაზერული წმენდის ბაზარი მსოფლიოში 2020 წელს 580,4 მილიონ დოლარად შეფასდა და 2027 წლისთვის 762,2 მილიონ დოლარს მიაღწევს.
დღეს LaserClean არის პირველი და ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც აქტიურად არის დაკავებული ახალი ლაზერული ტექნოლოგიების დანერგვით, ლაზერული აღჭურვილობის გაყიდვით და ლაზერული წმენდისა და სამრეწველო მარკირების სერვისით.

დღესდღეობით, ლაზერული წმენდის ტექნოლოგია ვითარდება მთელ მსოფლიოში. ის არ იწვევს ხმაურს, არ საჭიროებს სახარჯო მასალას და არის ეკოლოგიურად სუფთა. დროთა განმავლობაში, ლაზერული გაწმენდა ჩაანაცვლებს ლითონის წმენდის სხვა მეთოდებს, შედარებისთვის, სხვა მეთდები არის ბევრად ტოქსიკური, სახარჯო მასალას აქვს მაღალი ღირებულება, მათი გამოყენებისას შენობაში მუშაობა შეუძლებლია შესაბამისი დაცვის გარეშე და აქვს მაღალი ხმაურის დონე. ამჟამად, დასავლეთის მრავალ განვითარებულ ქვეყანაში მთავრობები მუშაობენ კანონპროექტების შემოსაღებად ეკოლოგიურად სუფთა, არატოქსიკური წმენდის გამოყენებაზე. მხოლოდ დროის საკითხია, რომ ლაზერული წმენდის მეთოდი დარჩება ერთადერთ დაშვებულ ტექნოლოგიად. ჩვენს კომპანიას ასევე სურს თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროგრესული და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.

ჩვენ ვართ Narran-ის ექსკლუზიური წარმომადგენლები საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.
ჩვენს ყველა, ლაზერული დასუფთავების მოწყობილობას აქვს ევროპული ხარისხისა და უსაფრთხოების სერთიფიკატები. ჩვენმა სერთიფიცირებულმა თანამშრომლებმა, რომლებიც ჩართულნი არიან ლაზერულ წმენდაში, გაიარეს სპეციალური პროფესიული გადამზადება ჩეხეთის რესპუბლიკაში, Narran-ის საწარმოო ობიექტებში. ჩვენი აღჭურვილობის შეძენის შემდეგ ჩვენ ვატარებთ ტრენინგებს ადგილზე, ონლაინ ან კლიენტის მოთხოვნით, ვიხდით ტრანსპორტირების ხარჯებს (ავიაბილეთები და ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრომდე ორივე მიმართულებით) თქვენი კომპანიის ორი თანამშრომლისთვის, ტრენინგის გასავლელად ჩვენს აღჭურვილობასთან სამუშაოდ, ჩეხეთის რესპუბლიკაში, პრაღაში. ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ ისინი იღებენ Narran-ისგან ოფიციალურ სერტიფიკატს.

P.S. სამრეწველო ლაზერული წმენდა და მარკირება ძალიან სერიოზული და საინტერესოა უფროსებისთვის, თუმცა ეს არ არის სათამაშო, ამიტომ, ჩვენ ასევე ვფიქრობთ ჩვენს ახალგაზრდა თაობაზე, სკოლებსა და მცირე ბიზნესის დამწყები მეწარმეებისთვის. LaserPecker, შეიძლება იყოს ჰობი, დასვენება, უბრალოდ საჩუქარი მეგობრებისთვის ან მცირე ბიზნესისთვის. LaserClean ასევე არის LaserPecker-ის პროდუქციის ოფიციალური დილერი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. იხილეთ მეტი ჩვენს ვებგვერდზე www.laserpecker.ge