უკონტაქტო ტექნოლოგია – გასაწმენდი მასალა არ ექვემდებარება მექანიკურ, თერმულ ან ქიმიურ ზემოქმედებას, ამიტომ მისი სტრუქტურა და ზედაპირი ნარჩუნდება, აქედან გამომდინარე ეს მეთოდი ვარგისია ძალიან თხელ ან მტვრევად მასალებთან მუშაობისთვის.
მშრალი წმენდა – ქვიშით ან მშრალი ყინულით წმენდისგან განსხვავებით, ლაზერული წმენდაში არ გამოიყენება ძვირადღირებული და საშიში მასალები, ტოქსიკური ქიმიკატები და არ წარმოქმნის დიდი რაოდენობით ნარჩენებს და მტვერს.
სიზუსტე – ლაზერი იძლევა ცვლად და ზუსტ წმენდის არეალს, რაც ამ ტექნოლოგიას ანიჭებს უპირატესობას იქ სადაც საჭიროა მაღალი სიზუსტე.
დასუფთავების სიჩქარე – სისტემის გამოყენების და სიმძლავრიდან გამომდინარე, დასუფთავების სიჩქარე 10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ზედაპირის გაწმენდის სტანდარტული მეთოდები.
სწრაფი მომზადება სამუშაოსთვის – სისტემა სრულიად მზად არის მუშაობისთვის 5 წუთზე ნაკლებ დროში.
წმენდის ტიპი | ლაზერული წმენდა | ქიმიური ნივთიერებებით | მშრალი ყინულით | მექანიკური | ულტრაბგერითი | ქვიშის ჭავლით |
წმენდის მეთოდი | ლაზერით, უკონტაქტო | ქიმიური რეაგენტი, პირდაპირი ქონტაქტი | მშრალი ყინული, უკონტაქტო | მექანიკური აბრაზიული მასალა | საწმენდი საშუალება, პირდაპირი ქონტაქტი | სპეციალური ქვიშის ნაწილაკები |
შეუძლია დაზიანება | არა | კი | არა | კი | არა | კი |
წმენდის წარმადობა | მაღალი | დაბალი | საშუალო | დაბალი | საშუალო | საშუალო |
ხარჯი (მასალა) | მხოლოდ ელექტროენერგია | ქიმიური რეაგენტი | მშრალი ყინული | ზუმფარა, სახეხი ქაღალდი ან სახეხი ქვა | სპეციალური საწმენდი სითხე | სპეციალური ქვიშის ნაწილაკები |
წმენდის ეფექტი | შესანიშნავი, მაღალი სისუფთავე | საშუალო, არათანაბარი | კარგი, თუმცა არათანაბარი | უკონტროლო, არათანაბარი | კარგი, თუმცა ნაკლებად სუფთა | საშუალო, არათანაბარი |
სიზუსტე | სიზუსტის კონტროლი, მაღალი სიზუსტე | უკონტროლო, ძალიან დაბალი სიზუსტე | უკონტროლო, ძალიან დაბალი სიზუსტე | უკონტროლო, საშუალო სიზუსტე | სიზუსტე დაუდგენელია | სიზუსტე დაუდგენელია |
უსაფრთხოება/გარემოს დაბინძურება | არ აბინძურებს | სერიოზულად აბინძურებს | არ აბინძურებს | აბინძურებს | არ აბინძურებს | აბინძურებს |
გამოყენების სიმარტივე/ტიპი | მარტივი, ხელით ან ავტომატური | რთული, სპეციალისტის მიმართ უსაფრთხოების ზომების დაცვის მაღალი მოთხოვნა | მარტივი, ხელით ან ავტომატური | რთული/დამღლელი, საჭიროა დაბინძურებისგან თავდაცვა | მარტივი, თუმცა საჭიროა სახარჯი მასალის რეგულარულად დამატება | რთული/დამღლელი, საჭიროა დაბინძურებისგან თავდაცვა |
ფინანსური ხარჯი | მაღალი საწყისი ღირებულება, სახარჯო მასალას არ საჭიროებს, ძალიან დაბალი ტექნიკური მომსახურების ღირებულება | დაბალი საწყისი ღირებულება, ძალიან მაღალი სახარჯი მასალის ფასი | საშუალო საწყისი ღირებულება, მაღალი სახარჯი მასალის ფასი | მაღალი საწყისი ღირებულება, მაღალი სახარჯი მასალისა და შრომის ფასი | დაბალი საწყისი ღირებულება, საშუალო სახარჯი მასალის ფასი | მაღალი საწყისი ღირებულება, მაღალი სახარჯი მასალისა და შრომის ფასი |